logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო
10:28 14.10.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 295 წვევამდელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის ეზოში სამხედრო ფიცი დადო.

ფიცის დადების ცერემონიას შს მინისტრის მოადგილეები - მერაბ მალანია და დავით ვარდიაშვილი, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელები და წვევამდელთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ახალწვეულებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს, შემდეგ კი წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული შსს-ს თანამშრომლების ხსოვნას.

ფიცის დადების პარალელურად, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 25 წარჩინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეს საპატიო სიგელი გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ დემობილიზაციას დაქვემდებარებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებიდან ორი წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურე შეარჩია, რომლებიც ამავე დეპარტამენტში, სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმდებიან.

ახალწვეულები შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან, შესაბამისი წვრთნების შედეგად, სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ახალწვეულები, ასევე, უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებით და უფასო კვებით, ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით და მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს გადაეცემათ სერთიფიკატები. შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, ისინი შსს-ს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა