logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შსს-ს აკადემიის დელეგაციამ ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის (AEPC) აღმასრულებელი საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღო
შსს-ს აკადემიის დელეგაციამ ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის (AEPC) აღმასრულებელი საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღო
13:58 13.10.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ, აკადემიის დელეგაციასთან ერთად, კვიპროსის რესპუბლიკაში, ქალაქ ლარნაკაში, ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის (AEPC) აღმასრულებელი საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღო.

სხდომას ავსტრიის, გერმანიის, ნორვეგიის, კვიპროსის, რუმინეთის, ნიდერლანდების, პოლონეთის და უნგრეთის პოლიციის აკადემიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს შსს-ს აკადემია აღნიშნულ შეხვედრაში, AEPC-ს აღმასრულებელ საბჭოში მუდმივმოქმედ წევრად არჩევის შემდეგ, პირველად მონაწილეობდა.

შსს-ს ცნობით, გივი მიქანაძემ შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს შსს-ს აკადემიაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. დამსწრეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია რეგიონული ტრენინგცენტრის პროექტმა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით შეიქმნა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის ინსტრუქტორები 2018 წლის მაისსა და სექტემბერში, საქართველოს შსს-ს აკადემიასთან თანამშრომლობით, ქართველი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონის პოლიციის აკადემიათა ინსტრუქტორებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მოქმედი თანამშრომლებისათვის ტრენინგებს ჩაატარებენ.

შეხვედრაზე, ასევე, განისაზღვრა ასოციაციის წევრ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის 2018 წლის სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმად, საქართველოს შსს-ს აკადემიისა და შს სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საერთაშორისო შეხვედრებსა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას მიიღებენ.

ვიზიტის ფარგლებში, გივი მიქანაძემ რუმინელ, პოლონელ და უნგრელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა, სადაც მხარეებმა ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებსა და ქვეყნებს შორის მომავალი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმებზე იმსჯელეს.

საქართველოს შსს-ს აკადემია ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის წევრია. 2017 წლის მაისში იგი, ფარული კენჭისყრით, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მუდმივმოქმედ წევრად აირჩიეს. შსს-ს აკადემია ერთადერთია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციათა აკადემიათა შორის, რომელიც წარმოდგენილია ევროპის კოლეჯთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა