logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სასამართლომ დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში სამი ბრალდებული დამნაშავედ სცნო
სასამართლომ დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში სამი ბრალდებული დამნაშავედ სცნო
12:59 13.10.2017
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული ს.ყ. და გ.ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ხოლო თ.ქ. სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 3 იანვარს, ქ. ბათუმში, ადლიის ქ. მიმდებარე ტერიტორიაზე ს.ყ. გ.ა.-სთან და თ. ქ.-სთან ერთად თავს დაესხა შ.პ.ს „იალჩინ მარკეტ“-ის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურეობრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. თავდამსხმელებმა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, აღნიშნული პირები იმავე ავტომანქანით ბათუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც დანით და ცეცხლსასროლი იარაღით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ შ.პ.ს „იალჩინ მარკეტ“-ის კუთვნილ 148,546 ლარს და მარკეტის თანამშრომელთა პირად ნივთებს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა გ.ა. ქ.ფოთში, ხოლო ს.ყ. ქ.ბათუმში 19 იანვარს დააკავეს. რაც შეეხება თ.ქ.-ს, იგი 21 იანვარს ქ. ბათუმში იქნა დაკავებული. ს.ყ.-ს და გ.ა.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით), ხოლო თ.ქ.-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით).
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად გ.ა.-ს და თ.ქ.-ს 8 წლითა და 6 თვით, ხოლო ს.ყ.-ს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“-ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა