ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩხოროწყუში ერთი მამაკაცი გარდაიცვალა.
მეორე მამაკაცი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განმარტებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მსუბუქი ავტომობილის მოსრიალებამ გამოიწვია რა დროსაც, ბორდიურს შეეჯახა და ხრამში გადავარდა.

















