ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ
წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობაში, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ძალადობაში ბრალდებული მ.ზ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111108-ე მუხლით, 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღნიშნულის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 09 აპრილს, დაახლოებით 01:00 საათზე, დაბა ასპინძაში ეჭვიანობის ნიადაგზე მ.ზ.-მ დანის დარტყმით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლეს, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის დას, ხოლო შემდგომ ეჭვიანობის საფუძველზე, ნაჯახის დარტყმით სცადა ნ.ზ. - ს და ლ.ზ. - ს მკვლელობა.
სამართალდამცველებმა მ.ზ. 2017 წლის 09 აპრილს დაბა ასპინძაში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მ.ზ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“-ნათქვამია განცხადებაში.

















