საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსხურის თანამშრომლებმა, გატარებული
ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხე - ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და ხის მასალის რეალიზაციასთან დაკავშირებული ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება - გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირი, სამცხე - ჯავახეთის რეგიონში უკანონოდ ახორციელებდა ხის ჭრას და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ხე - მასალის რეალიზაციას ყალბი სასაქონლო ზედნადებებს გამოყენებით ახდენდა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303 - ე მუხლის პირველი ნაწილით და 210 - ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

















