მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მსახიობ ლიკა ქავჟარაძეს ქართულ კინოში რამდენიმე როლი აქვს შესრულებული, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობა ულამაზეს და უნიჭიერეს ქალბატონს თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხემ“ მოუტანა, სადაც მან მარიტას როლი შეასრულა.

















