ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტებში
,,სადახლო-საავტომობილო“ და ,,ლაგოდეხი“ 7340 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა.
კერძოდ, სგპ „სადახლოზე”, არადეკლარირებული საქონელი ( 6200 ღერი სიგარეტი და 52,900 კგ. სხვადასხვა დასახელების ყავა) სომხეთის მოქალაქის, ჰ.ჰ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას გამოვლინდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი, სატრასპორტო საშუალება და შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით. არადეკლარირებული საქონლის ( 11 ლიტრი არაყი და 1140 ღერი სიგარეტი) უკანონოდ შემოტანის ფაქტი, 10 ოქტომბერს სგპ ლაგოდეხშიც აღიკვეთა. კანონდამრღვევ მოქალაქეს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, არადეკლარირებული საქონელი ჩამოერთვა და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.

















