„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმ სამი წევრის სასამართლო პროცესი, რომელიც გუშინ დედაქალაქის
საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დააკავეს, 17 ოქტომბრამდე გადაიდო.
ისინი სასამართლო დარბაზიდან შემდეგ სხდომამდე გაათავისუფლეს.
დანარჩენი 11 დაკავებულის საქმეზე კი სასამართლო განხილვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის საკრებულოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გამართულ აქციაზე „ნაცმოძრაობის“ 14 წევრი დააკავეს.

















