საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, 2000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში
უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული საქონელი სომხეთის მოქალაქის, ა.ი-ს კუთვნილი ხელჩანთის დათვალიერებისას გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი და შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.

















