ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა ღამით,
დედოფლისწყაროში მოხდა. ერთმანეთს ტრაილერი და მირკოავტობუსი შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სავარაუდოდ, შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
„უბედური შემთხვევა მოხდა. ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა. მძღოლი დაშავებულია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც მე ვიცი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“-განაცახდა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

















