საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი” და „ყაზბეგი“, ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში
კანონდარღვევით შემოტანის 2 ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 559,68 გრამი) საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი” აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 32 937,17 ლარი შეადგინა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინასთა სამინისტროს აჭარის საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 57.11 გრამი) გამოვლინდა 8 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 3,243.87 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 3,243.87 ლარის ოდენობით შეეფარდა.

















