საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, ერთ-ერთი ფიზიკური პირის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის, 4,7მ3 დახერხილი ხე-ტყის მასალის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ექსპერტიზის დასკვნით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებამ 2350 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, ჩამორთმევა საქონელი და ფულადი ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

















