logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 სასამართლომ ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულს 1.5 წლით პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულს 1.5 წლით პატიმრობა შეუფარდა
10:39 09.10.2017
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში და სასამართლოს განაჩენის შეუსრულებლობაში ბრალდებული, განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ს. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

„მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა შ.მ.-მ სასამართლოში უარი განაცხადა თავისი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 17 მარტს, დაახლოებით 21:40 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ნ.ს.-მ ქ. თბილისში, ვარკეთილის მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ შ.მ.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, სცემა მას და ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანება მიაყენა. ნ.ს.-ს დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
სასამართლო პროცესზე ასევე დადასტურდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის განაჩენით ნ.ს.-ს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეეზღუდა, მიუხედავად ამისა იგი 17 მარტს „მიცუბიში პაჯერო იო“-ს მარკის ავტომანქანას მართავდა.
სამართალდამცველებმა ნ.ს. იმავე დღეს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს განაჩენის შეუსრულებლობა) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.ს. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“- ნათქვამია განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა