ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღში თხევადი გაზის ბალონი აალდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბაღის გამგის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ძველ ბალონს ახლით ანავცლებდნენ.
მისივე თქმით, ინციდენტის გამო აღსაზრდელების შენობიდან გაყვანა და სააღმზრდელო პროცესის დროებით შეწყვეტა გახდა საჭირო.
„ხდებოდა გაზის ბალონის ჩანაცვლება ახალი ბალონით, ამ დროს გამოვარდა მილი, რომელიც ბალონზე იყო შეერთებული, რამაც გამოიწვია უსიამოვნო სუნი და აალება. ჩვენი ცეცხლმაქრით უცბად ჩავარქეთ ცეცხლი, არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა, უბრალოდ ჩვენ თვითონ შეგვეშინდა და ბავშვები გარეთ გავიყვანეთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ სუნიც გავიდა და ჩვეულებრივ გაგრძელდა სააღმზრდელო პროცესი“- განაცხადა საბავშვო ბაღის გამგემ.
როგორც აირით მომარაგების კომპანიაში აცხადებენ, მილი იყო დაზიანებული, რომელიც ბაღების გაერთიანებას უნდა შეემოწმებინა.
ხოლო, ბაღების გაერთიანების დირექტორის განცხადებით, სისტემა წელიწადში ერთხელ მოწმდება,.
ინციდენტის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

















