თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ოთარ აბესაძის პროცესი უნდა გაიმართოს.
როგორც აბესაძის ადვოკატი ლილი გელაშვილი აცხადებს, დაცვის მხარე დღეს სასამართლო სხდომის გადადების შუმადგომლობას დააყენებს,
„აბესაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ დასკვნა. ეს დასკვნა არის გარკვეულწილად შუალედური, არაა ჯერ სრული. შესაბამისად, ამ დასკვნის გაჟღერების გამო სასამართლო სხდომის დახურვას მოვითხოვთ, ამავე დროს ჩვენ ვიშუამდგომლებთ სხდომის გადადებას“- განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ორი თვის წინ დააკავა. ოთარ აბესაძე წაყენებულ ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, თუმცა თავად ქრთამის აღების ფაქტს უარყოფს.

















