logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი მღებრიშვილი მსოფლიო პოლიციელთა ოლიმპიადაში გამარჯვებულ შსს-ს თანამშრომლებს შეხვდა
გიორგი მღებრიშვილი მსოფლიო პოლიციელთა ოლიმპიადაში გამარჯვებულ შსს-ს თანამშრომლებს შეხვდა
10:11 06.10.2017
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ის გამარჯვებულ შსს-ს თანამშრომლებს შეხვდა და წარმატება მიულოცა.

შს მინისტრმა ქართველი სპორტსმენი პოლიციელები სამინისტროს მედალიონებით - „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა.

„დღეს მე შსს-ს ის თანამშრომლები დავაჯილდოვე, რომლებმაც „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე“ 6 ოქროსა და 8 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ისინი საუკეთესოები აღმოჩნდნენ მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნის ათასობით მონაწილეს შორის, ასახელეს საქართველო და მისი პოლიცია.

მჯერა, რომ ჩვენი სპორტსმენი პოლიციელები კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ თავიანთი წარმატებებით. მათი მიღწევები ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, რომელსაც შსს-ს ყოველთვის აქტიურად მხარს უჭერს“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

საქართველოს შს სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 11 თანამშრომელმა აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში, „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადა 2017“-ზე სპორტის 5 სახეობაში იასპარეზა და 6 ოქროს და 8 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ოქროსმედალოსნები: თავისუფალი სტილით ჭიდაობა - იოსებ ხუციშვილი, ლუკა კურტანიძე და ბელდუხ გავაშელიშვილი, ძალოსნობა - ლევან გილიგაშვილი და ვასილ მინდორაშვილი, ცურვა - გიორგი სამარღანიშვილი.

ვერცხლისმედალოსნები: ცურვა - გიორგი ბერძენიშვილი (4 ვერცხლის მედალი), კრივი - ედუარდ იმერლიშვილი, ძალოსნობა - კობა კობახიძე, ძიუდო - ნოდარ მჭედლიშვილი და ალექსი დავითაშვილი.

აღნიშნული სპორტსმენები მსოფლიო ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის პრიზიორები არიან.

„მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადა“ ტრადიციულად ორ წელიწადში ერთხელ, სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. მასში მსოფლიოს 80 ქვეყნიდან ათასობით მოქმედი და ყოფილი პოლიციელი, ასევე, მეხანძრე-მაშველი სპორტის 70-მდე სახეობაში ასპარეზობს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა