logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სასაზღვრო პოლიციას პოლონეთის დელეგაცია ეწვია
სასაზღვრო პოლიციას პოლონეთის დელეგაცია ეწვია
11:19 05.10.2017
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, პირველი სამუშაო ვიზიტით, პოლონეთის რესპუბლიკის სასაზღვრო უწყების დელეგაცია ეწვია.
პოლონეთის საზღვრის დაცვის მეთაურს, ბრიგადის გენერალ მარეკ ლაპინსკის შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის დროებითი მოვალეობის შემსრულებელმა, სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკმა ლევან ჭაბუკიანმა უმასპინძლა.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საზღვრის დაცვის გაძლიერების ღონისძიებებისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს. პოლონეთის რესპუბლიკის საზღვრის დაცვის მეთაურმა ქართულ მხარესთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სრული მზადყოფნა გამოთქვა.
საქართველოს სასაზღვრო უწყების ხელმძღვანელი სტუმრებს საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ესაუბრა. პოლონურმა მხარემ საქართველოს სასაზღვრო პოლიციას სახმელეთო და სანაპირო დაცვის გაძლიერების, ასევე, მესაზღვრეთა პროფესიული გადამზადების და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის შესაძლებლობების განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღუთქვა.
პოლონეთის რესპუბლიკის სასაზღვრო უწყების დელეგაციის წევრები შსს-ს ერთობლივი ოპერაციების მაღალტექნოლოგიურ, მულტიფუნქციურ ცენტრს ესტუმრნენ.
მარეკ ლაპინსკიმ, ლევან ჭაბუკიანთან ერთად, ლეხ კაჩინსკის სახელობის ბაღში, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ბიუსტი გვირგვინით შეამკო.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველო, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N7 სამმართველო (ყაზბეგი), „ლარსის“ საბაჟო გამშვები პუნქტი, ოკუპაციის მუზეუმი და საქართველოს სხვადასხვა კულტურული ძეგლი მოინახულეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა