საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“ 3600 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული საქონელი სომხეთის მოქალაქის, ნ.ს-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი, სატრასპორტო საშუალება და შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.

















