logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“: თბილისის მერობის არც ერთ კანდიდატს სამართლიანობის აღგენისა და სისტემური დანაშაულებების საქმეებზე, სადაც მერია მხარეა, პოზიცია არ გააჩნია
„ახალგაზრდა ადვოკატები“: თბილისის მერობის არც ერთ კანდიდატს სამართლიანობის აღგენისა და სისტემური დანაშაულებების საქმეებზე, სადაც მერია მხარეა, პოზიცია არ გააჩნია
13:20 04.10.2017
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მიმდინარე წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატთა საარჩევნო პროგრამები და მათი საჯარო განცხადებები შეისწავლა, რომლის მიხედვითაც, არც ერთი კანდიდატის საარჩევნო დაპირება არ შეიცავს სამართლიანობის აღდგენის პროცესთან დაკავშირებულ მიდგომებს და სისტემური დანაშაულებების საქმეებზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი პოზიციის გადახედვის შესაძლებლობას, რაც უკიდურესად შემაშფოთებელი გარემოებაა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ია გოგნაძის განცხადებით, საერთო სასამართლოებში, ათობით საქმე განიხილება, რომელიც ეხება 2003-2012 წლების მმართველობის პერიოდში ქონებების უკანონოდ გადაფორმების და ჩამორთმევის საქმეებს, სადაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მხარეა. ორგანიზაციის შეფასებით, სისტემური დანაშაულის ყველა საქმეზე თბილისის მუნციიპალიტეტის მერია სადავოდ გამხდარი აქტებისა თუ გარემოებების მიმართ, წინა ხელისუფლების პოლიტიკურ-სამართლოებრივ პოზიციას აგრძელებს. სამწუხაროდ, უცნობია სტატისტიკა, თუ რამდენ ასეთ საქმეზე იქნა მიღწეული დაზარალებულებთან მორიგების შესაძლებლობა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოებში, მოქმედი ხელისუფლების პირობებშიც, თბილისის მუნიცპალიტეტის მერიის სამართლებრივ პოზიციას ის იურისტები წარმოადგენენ, რომლებსაც წარსულში შემხებლობა გააჩნდათ ასეთი ტიპის საქმეების წარმოებასთან. შესაბამისად, მათი სასამართლო დარბაზებში სამართლიანობის აღდგენისთვის მებრძოლი ადამიანების მიმართ, ხშირად არათანაზომიერი, შეურაცხმყოფელი და ცინიკურია, რაც კრიტიკას ვეღარ უძლებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერობის რეგისტრირებული 14 კანდიდატის მხრიდან არ მომხდარა სამართლიანობის აღდგენის პროცესში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მომავალი როლის განსაზღვრა და მასზე საუბარი. კანდიდატების საარჩევნო პროგრამები და დაპირებები, ძირითადად სოციალური-ეკონომიკური ცვლილებების საკითხს უკავშირდება, რომელსაც, აგრეთვე არ გააჩნია სწორი სამართლებრივი დასკვნები და საფუძვლებიც. ჭარბობს პოლიტიკური დემაგოგია და ნაკლებად ორიენტირებულია მოსახლეობის რეალური პრობლემების გადაწყვეტაზე. შესაბამისად, ორგანიზაცია ცალკე ყურადღებას დაუთმობს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მომავალ პოლიტიკურ-სამართლებრივ პოზიციას და მერობის ყველა კანდიდატს მიმართავს, საჯარო გადახადოს მათი დამოკიდებულებები, თუ როგორი იქნება თბილისის მერიის პოზიცია საერთო სასამართლოებში მიმდინარე სისტემური დანაშაულის საქმეებზე, როგორ ხედავს მუნიციპალიტეტი დავების მორიგებით დასრულების შესაძლებლობას, შეიცვლება თუ არა მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახური ახალი, კვალიფიციური და მიუკერძოებელი კადრებით, გეგმავს თუ არა თბილისის მომავალი მერი კანდიდატებიდან რეალური ღონისძიებები გაატაროს წარსულში ჩადენილი დანაშაულებების საქმეებზე დაზარალებულებთან დიალოგისა და საერთი ინტერესების გათვალისწინებით, წარმოებული დავების დასრულების მიმართულებით.

ცნობისთვის: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 2 ოქტომბრის რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად წარმოდგენილია 14 პირი, მათ შორის ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა