საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქის, მ.ა-ს, კუთვნილი ავტომანქანის დეტალური დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 15.21 გრამი) აღმოაჩინეს.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ 9,606.14 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა, 9,606.14 ლარის ოდენობით.

















