„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 6 წევრი, რომლებიც თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე
დააკავეს, დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
საქმეზე სასამართლოს ხდომა 17 ოქტომბრისთვის გადაიდო.
ბრალდებულთა წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, რომლებიც ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დედაქალაქის მერიასთან გუშინ, აქციაზე დააკავეს. „ნაცმოძრაობამ“ თბილისის მერიასთან საკრებულოს ის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც, თბილისის საკრებულომ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად და თაბორის მთაზე 5 000 კვ. მეტრ ფართობზე საირიგაციო სისტემის მშენებლობისთვის ლანდშაფტური ზონის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს მხარი დაუჭირა.

















