logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პარლამენტს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატად ქეთევან ბექაური წარუდგინეს
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პარლამენტს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატად ქეთევან ბექაური წარუდგინეს
17:44 02.10.2017
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს პარლამენტს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის შესარჩევ კონკურსში ქეთევან ბექაურის კანდიდატურა წარუდგინეს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქეთევან ბექაური აკმაყოფილებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის კანდიდატურის წარდგენისთვის დადგენილ კრიტერიუმებს. არის „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის (მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომები და მათი განმარტებები) და სადისციპლინო კოლეგიის არამოსამართლე წევრების მიერ მომზადებული კანონპროექტის და მასზე თანდართული მოსაზრებების თანაავტორი. 2013 და 2015 წლებში, საქართველოს პარლამენტის მხრიდან, ქეთევან ბექაური ორჯერ იქნა არჩეული საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრად, რაც დამატებით ხაზსს უსმევს თავის გამოცდილებას და პროფესიულ შესაძლებლობებს. 2014-2017 წლებში, გამოქვეყნებული სამართლის აქტუალურ საკითხებზე, წარმოდგენილი აქვს 10-ზე მეტი ნაშრომი, კვლევა და მოსაზრება. მისი განსაკუთრებული მოღვაწეობა ნიშანდობლივია მოსამართლეთა პროფესიული ეთიკის საკითხებზე წარმოდგენილი ნაშრომებით, რომელიც არაერთი ქვეყნის შედარებით ანალიზსს მოიცავს. ამასთან, ქეთევან ბექაურის მრავალწლიანი საქმიანობა მთლიანად დაკავშირებულია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასთან. გახლდათ არაერთი მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმის წარმომადგენელი. სასამართლო რეფორმის, ადვოკატის როლის გაზრდის, მხარეთა პროცესუალური თანასწორუფლებიანობის დამკვიდრების და განგრძობითი იურიდიული განათლების უზრუნველყოფის პროცესში, საკუთარი წვლილი შეჰქონდა პროფესიული გაერთიანების, სხვადასხვა კომისიის წევრობითა და სამეცნიერო მოღვაწეობით.

„ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ქალბატონი ქეთევან ბექაური, რომელიც კარგად იცნობს საერთო სასამართლოების საქმიანობას და სისტემას, წარმოდგენილი კონკურსისთვის შესაფერისი, ღირსეული და კონკურენტუნარიანი კანდიდატია. ამიტომაც, გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს მის კანდიდატურას“ - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის ასარჩევი კონკურსი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 12 სექტემბრის განცხადების აფუძველზე გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის ვადა 3 ოქტომბერს მთავრდება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა