"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას მერიასთან სამი მოქალაქე
დააკავეს. დაკავება პოლიციასთან დაპირისპირებისას მაშინ მოხდა, როდესაც სამართალდამცველები მათ მიერ გადაკეტილი გზის გათავისუფლებას ცდილობდნენ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები თბილისის მერიასთან საკრებულოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, თბილისის საკრებულომ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად და თაბორის მთაზე 5 000 კვ. მეტრ ფართობზე საირიგაციო სისტემის მშენებლობისთვის ლანდშაფტური ზონის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს მხარი დაუჭირა.

















