logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მსჯავრდებულებისთვის კულინარიის ხელოვნებაში პროფესიული მომზადების პროგრამა დაიწყო
მსჯავრდებულებისთვის კულინარიის ხელოვნებაში პროფესიული მომზადების პროგრამა დაიწყო
16:26 02.10.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში პროფესიული მომზადების პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში 20 მსჯავრდებული კულინარიის ხელოვნებას შეისწავლის. კურსი 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ, მსჯავრდებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ. კულინარიის კურსს პროფესიული კოლეჯი "იკაროსი", აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს. სწავლებას ცნობილი მზარეული მანუელი გაუძღვება.
სასაჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ელიზაბეთ რუდი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის დირექტორი მაიკლ მაკმენი დაესწრნენ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა აშშ-ს საელჩოსა და INL-ის წარმომადგენლებს თანამშრომლობისა და კულინარიის პროფესიული პროგრამის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი უწყების პრიორიტეტად კვლავ რჩება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამუშაო კერების შექმნა. N16 დაწესებულებაში მეორედ გავხსენით კულინარიის შემსწავლელი კურსი. პირველ ეტაპზეც 20-მდე მსჯავრდებულმა წარმატებით დახურა კურსი. კონკრეტული პროფესიის შესწავლა გათავისუფლების შემდეგ ყოფილ მსჯავრდებულებს სამსახურის მოძების პროცესს უმარტივებს, რაც თავის მხრივ, ამცირებს ხელმეორედ დანაშაულის ჩადენის რისკს“ - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ელიზაბეთ რუდიმა, პენიტენციურ დაწესებულებებში მსგავსი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„უკვე ხუთი წელია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მხარს უჭერს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების რეფორმას. კულინარიის ხელოვნების შემსწავლელი კურსები ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა, რომელიც მსჯავრდებულებს დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს. ჩვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო, როდესაც ამერიკის ელჩმა ყოფილი მსჯავრდებული და ამ პროგრამის კურსდამთავრებული ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში დასაქმებული იხილა. ეს თავისთავად პროგრამის წარმატებაზე მიუთითებს,“ - აღნიშნა ელიზაბეთ რუდმა.
კულინარიის კურსს ცნობილი მზარეული მანუელი გაუძღვება, რომელიც მსჯავრდებულებს სხვადასხვა კერძის მომზადებას, სამზარეულოში მუშაობის უნარ-ჩვევებსა და სპეციფიკას შეასწავლის. კურსის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სწავლების პროცესი N16 დაწესებულებაში მოწყობილ სპეციალურ სივრცეში წარიმართება, რომელიც აშშ-ს საელჩოსა და INL-ის მხარდაჭერით სამზარეულოს უახლესი ინვენტარით და ტექნიკითაა აღჭურვილი.
კულინარიის ხელოვნებაში პროფესიული მომზადების პროგრამა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე მეორედ გაიხსნა. გასულ წელს N16 დაწესებულების 19-მა მსჯავრდებულმა სწავლება წარმატებით დაასრულა და დაწესებულების დატოვების შემდეგ დასაქმების პრეცედენტიც შეიქმნა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა