საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქე, ჰ.მ-ს კუთვნილი ავტომობილის დათვალიერებისას, პისტოლეტის ერთი მჭიდი 17 ცალი საბრძოლო ვაზნით აღმოაჩინეს.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის რაიონის კრიმინალურ პოლიციას გადაეცა.

















