საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,, ყაზბეგი“, ,,წითელი ხიდი“, „სადახლო-საავტომობილო“ და
„თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ნარკოტიკული (73 აბი ) ფსიქოტროპული (199 აბი და 32 კაფსულა) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა (0,15 გრ.) აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

















