საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ნინოწმინდა“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
მებაჟე ოფიცრებმა, 1200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს მოქალაქეს ვ.ჰ-ს, არადეკლარირებული ტვირთი, კუთვნილ ავტომანაქანაში მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირს ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.

















