საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის უკან მდებარე, უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული
მშენებარე კორპუსიდან, გადმოვარდის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენელი აცხადებს, მშენებლობაზე უსაფრთხოების ყველა საჭირო ნორმა დაცულია და აღნიშნული უბედური შემთხვევა დაუდევრობის გამო მოხდა.
„შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ჩვენთან უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია. მშენებლობა დასრულებულია, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. ეს იყო შემთხვევა დაუდევრობის გამო.უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამის გამო და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ გარდაცვლილი ბექას ოჯახს. მკაცრად კონტროლდება ჩვენთან მშენებლობა და ინსტრუქტაჟიც უტარდებათ, ყველა გაცნობილია ამ უსაფრთხოების წესებს“- განაცხადა სეუ-ს წარმომადგენელმა.
საქმეზე გამოძიება უსაფრთოხების ნორმების დარღვევით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე მიმდინარეობს.

















