logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბესიკ ხარძიანის მკვლელობისთვის ბრალდებულებს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ბესიკ ხარძიანის მკვლელობისთვის ბრალდებულებს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
12:18 28.09.2017
სასამართლომ ბესარიონ ხარძიანის მკვლელობისთვის ბრალდებულებს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ბესარიონ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობისთვის დამნაშავედ სცნო ოლეგ დოევი და ფარიდ გურბანოვი.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ ბესარიონ ხარძიანის განზრახ მკვლელობის მიზნით, 2015 წლის 13 იანვარს, ფარიდ გურბანოვი, ოლექსანდრ დამეტოვის სახელზე შედგენილი უკრაინის რესპუბლიკის ყალბი პასპორტის გამოყენებით, ოლეგ დოევთან ერთად ჩამოფრინდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მათ ხანგრძლივი ვადით იქირავეს ქ.თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ბინა, შეიძინეს სპეციალურად შერჩეული „ჰონდას“ მარკის მოპედი (სკუტერი), ჩაფხუტი, კუსტარული წესით დამზადებული მაყუჩის მქონე „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი საბრძოლო ვაზნებით, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ კონსპირაციულად და სისტემატიურად აკონტროლებდნენ ბესარიონ ხარძიანის მოძრაობის მარშრუტს მკვლელობისთვის ხელსაყრელი დროის შესარჩევად.
2015 წლის 28 მარტს, შუადღის საათებში, ბესარიონ ხარძიანი, რომელსაც ფარიდ გურბანოვი ფარულად უთვალთვალებდა, მივიდა ქ.თბილისში, მარაბდის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან. ფარიდ გურბანოვი მას შეჰყვა სადარბაზოში და „მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან, ბესარიონ ხარძიანის მიმართულებით განახორციელა სამი გასროლა, მათ შორის ერთი საკონტროლო თავის არეში. იმავე დღეს, ფარიდ გურბანოვმა და ოლეგ დოევმა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, დატოვეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
საქმის სასამართლო განხილვისას დაკითხულ იქნა სახელმწიფო ბრალდების 50-მდე მოწმე, გამოკვლეული იქნა 9 ტომად წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები და ათეულობით ნივთიერი მტკიცებულება, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფარიდ გურბანოვმა და ოლეგ დოევმა ჩაიდინეს ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული - მკვლელობა, ხოლო ფარიდ გურბანოვმა, თავის მხრივ, ასევე, ჩაიდინა საზოგადოებრივი უშიშროების, წესრიგისა და მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.
ფარიდ გურბანოვს ბრალად წარდგენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობა შეკვეთით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ოლეგ დოევს - შეკვეთით განზრახ მკვლელობაში დახმარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში და საბოლოოდ ბრალდებულებს ფარიდ გურბანოვს და ოლეგ დოევს 19 - 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ოლეგ დოევი და ფარიდ გურბანოვი იმყოფებიან მიმალვაში და მათ მიმართ გამოცხადებულია ძებნა”-ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა