logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ყაჩაღობაში ბრალდებული პირების მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
ყაჩაღობაში ბრალდებული პირების მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
15:46 27.09.2017
საქართველოს პროკურატურა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული პირების - თ.ხ-ს, ს.მ.-ს და ბ.მ.-ს მიმართ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ბ.მ. - ს, თ.ხ. - ს, ს.მ. - ს და გ.ს. - ს წარდგენილი აქვთ ბრალდება ჯგუფურად, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ქ.თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შპს ,,ალფა“-ს საწყობზე ყაჩაღური თავდასხმისა და პერსონალის მიმართ იარაღისა და ძალაყინების გამოყენებით განხორციელებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის, ასევე ამგვარი ძალადობის გამოყენების მუქარისათვის.
2017 წლის 23 სექტემბერს თ.ხ. - ს, ს. მ. - ს და ბ. მ. - ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 2017 წლის 24 სექტემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით სამივე ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა.
ბრალდებულებმა სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე განმარტეს, რომ მათ პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ბრალდებულებმა ასევე განაცხადეს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში აშიმშილეს.
აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ, პროკურორის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ბრალდებული პირების მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე.
ამავე საქმეზე, საქართველოს მთავარ პროკურატურას 2017 წლის 27 სექტემბერს მომართა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა და ითხოვა ბრალდებული პირების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტის გამოძიება.
ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა აქტიურად ატარებს შესაბამის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, ხოლო მიღებული შედეგებისა და გადაწყვეტილებების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“- ნათქვამია განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა