საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად,
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

















