logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ ვაჟა ფანოზიშვილი დაინიშნა
საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ ვაჟა ფანოზიშვილი დაინიშნა
10:57 27.09.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ლევან გამყრელიძის წარდგინების საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ბრძანებით, ვაჟა ფანოზიშვილი დაინიშნა.
დღეს, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ ახალი მოადგილე თანამშრომლებს წარუდგინა და აღნიშნა, რომ ვაჟა ფანოზაშვილი საგამოძიებო მიმართულებას უხელმძღვანელებს.
,,მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გუნდს პროფესიონალი კადრი შეემატა. ვაჟა ფანოზიშვილს აქვს საჭირო ცოდნა, დიდი გამოცდილება, მაღალი კვალიფიკაცია და პროფესიული უნარ - ჩვევები იმისთვის, რომ სამსახურის მთავარ მიმართულებას უხელმძღვანელოს და საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს“ - განაცხადა ლევან გამყრელიძემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე.
საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, ვაჟა ფანოზიშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2014 - 2017 წლებში ეკავა კახეთის საოლქო პროკურორის თანამდებობა, 2013 - 2014 წლებში იგი იყო ქ. თბილისის პროკურორის მოადგილე - საგამოძიებო ნაწილის უფროსი, 2010 – 2013 წლებში ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე. 2004 - 2010 წლებში იკავებდა საქართველოს გენერალური პროკურატურის, შემდგომში მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორის და უფროსი პროკურორის თანამდებობებს. 1999 - 2004 წლებში მუშაობდა კახეთის საოლქო პროკურატურის უფროს გამომძიებლად.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა