წყალტუბოში, კოლხეთის ქუჩაზე 88 წლის ქალი საკუთარ სახლში ხანძრის შედეგად დაიწვა.
ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა შესაძლოა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ცეცხლი თავად ქალბატონმა თვითმკვლელობის მიზნით გააჩინა.
მეზობლების ინფორმაციითვე, ქალბატონი მარტო ცხოვრობდა.
"88 წლის ქალი მარტო ცხოვრობდა. სამართალდამცავებმა პატარა გაზის ბალონი აღმოაჩინეს და სავარაუდოდ, ხანძარიც ამ ბალონიდან გაჩნდა"- განაცხადა გარდაცვლილის მეზობელმა.

















