ესპანეთში სამართალდამცველებმა მედიკამენტების უკანონო რეალიზების ბრალდებით ექვსი
პირი დააკავეს, რომელთა შორის ორი ქართველია.
ბრალდებული ქართველების ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია. ისინი ბარსელონაში აიყვანეს. მათი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ესპანეთის პოლიციამ ყალბი ლიტვური პასპორტები, 27 ერთეული იარაღი და სხვა საბრძოლო ხელსაწყოებია ამოიღო.
არარეგისტრირებული სამედიცინო მედიკამეტებისა და ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტის მეშვეობით უკანონო გავრცელების საქმესტან დაკავშირებით სპეცოპერაცია ინტერპოლმა 123 ქვეყანაში ჩაატარა, რის შედეგადაც ე.წ. სქესობრივი დისფუნქციისა და წონის კორექციისთვის განკუთვნილი დიდი რაოდენობის მედიკამენტები და ნარკოტიკული საშუალებების შემცველი სხვადასხვა პრეპარატები აღმოაჩინეს.

















