გერმანიასა და იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 28 მოქალაქე დააკავეს.
ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.
„La Stampa“-ს ცნობით, სამართალდამცავებმა ქალაქ რეჯიო-ემილიაში საცავი აღმოაჩინეს, სადაც მოპარული ნივთები საქართველოში გაგზავნამდე ინახებოდა.
დაკავებულებს ქალაქ ტურინში სპორტული კლუბი ჰქონდათ, სადაც ისინი ასევე საკეტების და სეიფების გახსნაში ვარჯიშობდნენ.
გამოძიების ინფორმაციით, 2015 წლიდან ქართველების დაჯგუფებამ იტალიის სხვადასხვა რეგიონში 85 სახლი და ოფისი გაქურდა.

















