logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ოზურგეთში პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი გაიხსნა
ოზურგეთში პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი გაიხსნა
14:41 25.09.2017
ოზურგეთში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართვლობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ოფისი გაიხსნა. ოფისის გახსნას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ზაზა გრიგოლია და გურიის პრობაციის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალ ოფისში პირობით მსჯავდებულებთან ინდივიდუალური მუშაობისათვის ყველა პირობაა შექმნილი. ახალი კონცეფციის ოფისი, ასევე, იძლევა ჯგუფური თერაპიის განხორციელების შესაძლებლობას. უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ ამ ტიპის ოფისებში პრობაციონერებს დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს შეასწავლიან.
უწყების ინფორმაციითვე, ახალგახსნილი ოფისი, რომელიც ოზურგეთის ცენტრშია განთავსებული, ხელსაყრელია პრობაციონერთა რეგისტრაციის გავლისთვის. ოფისში ფუნქციონირებს ინდივიდუალური გასაუბრებისა და ჯგუფური თერაპიის ოთახები, ოფიცერთა, სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგის კაბინეტები. ახალი კონცეფციის ოფისში კომფორტული გარემოა შექმნილი სხვადასხვა სერვისის მისაღებად.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის, ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, ახალი კონცეფციის ოფისის ოზურგეთში გახსნა ძალზედ მნიშვნელოვანია და ის ეტაპობრივად თითქმის ყველა რეგიონში გაიხსნება.
„აუცილებელია, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ, ყველა ნორმით და სტანდარტით გათვალისწინებული მომსახურება შევთავაზოთ. ოზურგეთის რეგიონულ ოფისში ყველა პირობაა შექმნილი მსჯავრდებულთა მისაღებად და სარეაბილიტაციო პროგრამების განსახორციელებლად, რაც ხელს შეუწყობს მომავალში მათ რეაბილიტაცია/რესოციალიზაციას. სასჯელაღსრულების სამინისტრო ამას ხელს შეუწყობს და სხვა რეგიონებშიც გაარძელებს ახალი ოფისების გახსნას“- განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზაზა გრიგოლიას განცხადებით, პრობაციის ეროვნული სააგენტო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამასთან, ახალი ოფისი უზრუნველყოფს პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინაშე არსებული ამოცანების შესრულებას.
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პირობით მსჯავრებულთა რეაბილიტაცია- რესოციალიზაციაა. ამ მიზნით სამინისტრო პრობაციონერებს სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო პროგრამებს სთავაზობს. სამინისტრო, ასევე, მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ინფრასტრუქტურის განახლებასა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
გურიის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე 584 პირობითი მსჯავრდებული იმყოფება, ბიუროში 6 თანამშრომელია დასაქმებული, რომლებიც დღეიდან სრულყოფილად აღჭურვილ, კომფორტულ გარემოში იმუშავებენ.
ახალი კონცეფციის, სპეციალურად პრობაციის ბიუროებისათვის შექმნილი დიზაინით მოწყობილი ოფისები ყველა რეგიონში გაიხსნება“-განმარტავენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა