logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი მღებრიშვილმა და ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
გიორგი მღებრიშვილმა და ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
12:23 25.09.2017
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილი ჩინეთის ვიცე-პრემიერს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს, გუო შენგკუნს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარების შესახებ ისაუბრეს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გავაღრმაოთ ჩინელ კოლეგებთან თანამშრომლობა სამართალდაცვით სფეროში. დანაშაული და განსაკუთრებით, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაული, სცდება ერთი ქვეყნის საზღვრებს და მის წინააღმდეგ ეფექტურად საბრძოლველად აუცილებელია პარტნიორ ქვეყნებს შორის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა საქართველოს შს მინისტრს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს შს მინისტრის ასეთი მაღალი დონის სამუშაო ვიზიტი ამ დრომდე არ შემდგარა. შეხვედრაზე გუო შენკუნმა თანამშრომლობისთვის სრული მზაობა გამოთქვა და გაიზიარა გიორგი მღებრიშვილის მოსაზრება საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით ბრძოლის შესახებ.
გიორგი მღებრიშვილმა და გუო შენგკუნმა ხელი მოაწერეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.
როგორც შსს-ს პრესსამსახურში განმარტავენ, აღნიშნული დოკუმენტი ორი ქვეყნის ძალოვანი უწყებების თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს და ამასთან, საქართველოს და ჩინეთის ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობების ახალ საფეხურზე გადასვლის წინაპირობას წარმოადგენს.
შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა გუო შენგკუნს საქართველოს შს სამინისტროში ბოლო დროს განხორციელებული რეფორმები, მიმდინარე და დაგეგმილი, ინოვაციური პროექტები გააცნო და შსს-ს მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრის შესახებ ისაუბრა. ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს შს სამინისტროს ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებაში მხარდაჭერა აღუთქვა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ჩინეთის მხარის ორგანიზებით, შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის პეკინში დაგეგმილია სწავლება თემაზე - „კრიმინალისტიკა და საგამოძიებო მოქმედებები“. საქართველოს შსს-ს თანამშრომლები ჩინეთში გამართულ ამ მასშტაბის სწავლებაში მონაწილეობას პირველად მიიღებენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა