თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით ერთ-
ერთი რესტორნის წინ მოხდა. ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ორ მათგანს კი ქირურგიული ოპერაცია გვიან ღამითვე ჩაუტარდა.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერ-ჯერობით უცნობია.
საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

















