საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქის, კ.ა-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 80.09 გრ.) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 8,444.74 ლარი შეადგინა.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, მოქალაქეს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა, 8,444.74 ლარის ოდენობით შეეფარდა.

















