logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 პროკურატურა პოლიტიკური პარტიების უკანონოდ მსჯავრდებული  წევრების საქმეს გადასინჯავს
პროკურატურა პოლიტიკური პარტიების უკანონოდ მსჯავრდებული წევრების საქმეს გადასინჯავს
13:02 22.09.2017
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული 14 მსჯავრდებულის მიმართ, გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

„საქმე ეხება 2006 წლის სექტემბერში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჩატარებულ სპეცოპერაციას, რასაც შედეგად მოჰყვა პოლიტიკური პარტიების: „XXI-ე საუკუნე - ენა, მამული, სარწმუნოების“, ,,სამართლიანობის“, ,,იმედის“ და ,,კონსტიტუციურ-მონარქისტული პარტიის“ წევრების მასშტაბური უკანონო დაკავებები, ხოლო შემდეგ უკანონო მსჯავრდებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 აგვისტოს განაჩენით, კოალიციური პოლიტიკური პარტიის წევრები: მაია ნიკოლეიშვილი, ზაზა დავითაია, გელა არჩუაძე (საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით ცნობილი იქნა პოლიტიკური ნიშნით დევნილად), თეიმურაზ ჟორჟოლიანი, მაია თოფურია, კახაბერ ქანთარია, რამაზ სამნიძე, რევაზ ბულია, გურამ პაპუკაშვილი, გიორგი ახობაძე, გიორგი მეტრეველი, ვარლამ გალდავა, იაკობ კვინიკაძე და ვახტანგ ტალახაძე ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულებისთვის.
აღნიშნულ საქმეზე, გასამართლებულ პირთა საჩივრის საფუძველზე მთავარი პროკურატურის ახალ დეპარტამენტში ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა მსჯავრდებულთა მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი გასამართლებულნი არიან.
ჩატარებული ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდებულთა გასამართლება მოხდა პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით. კერძოდ, 2005-2006 წლებში ხსენებული პოლიტიკური პარტიის ლიდერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში იმჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ მართავდნენ პერმანენტულ საპროტესტო აქციებს, სადაც ისინი სანდრო გირგვლიანის, ზურაბ ვაზაგაშვილის და სხვა გახმაურებული საქმეების გამო ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდნენ.
პოლიტიკური მოძრაობის და საპროტესტო ტალღის გაძლიერების შემდეგ კუდის მაღალჩინოსნების მიერ დაიგეგმა უკანონო სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც სამართალდამცავებმა დააკავეს პოლიტიკური მოძრაობის 13 წევრი, ხოლო ერთ წევრს დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალდება, რომლის თანახმადაც 2006 წლის 04 მაისს, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირი N24-ში მდებარე პოლიტიკური გაერთიანება „სამართლიანობის“ ცენტრალურ ოფისში შეიკრიბნენ კოალიციური პოლიტიკური პარტიის წევრები, სადაც მათ თითქოს შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა მრავალათასიანი საპროტესტო აქციების გამართვას, რომელიც შეიარაღებულ ამბოხში უნდა გადაზრდილიყო. ამ მიზნით, პოლიტიკური პარტია ,,სამართლიანობის“ წევრი კახაბერ ქანთარია თითქოს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღსა და ასაფეთქებელ მოწყობილობას.
სინამდვილეში, ჩატარებული ახალი გამოძიებით, მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის ჩვენებით დადგინდა, რომ კახაბერ ქანთარიას საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან ამოღებული დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სამართალდამცავებმა თავად მიიტანეს და დააწყეს სარდაფში; ასევე დადგინდა, რომ მსჯავრდებულთა თითქოსდა საიდუმლო თათბირის შესახებ ყალბი ჩვენებები მისცეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ წინასწარ მოძიებულმა ცრუ მოწმეებმა, რომელთაც არანაირი შეხება ამ საქმესთან არ ქონდათ და მამხილებელი ჩვენებები, მხოლოდ სამართალდამცავების მუქარის, ზეწოლის და მატერიალური დაპირებების შედეგად მისცეს.
სწორედ ახალი გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებების და გამოვლენილი ახალი გარემოებების საფუძველზე თოთხმეტივე მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მსჯავრდებულის უფლების არსებითად დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც ჩვენ მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით. რაც შეეხება საქმის მტკიცებულებების გაყალბებასა და მოწმეებზე ზეწოლის განხორციელებაში მხილებულ სამართალდამცავებს, მათ მიმართ მიღებულ იქნება გადაწყვეტილება გამოძიების დასრულების შემდეგ.
პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვას და მათი დარღვეული უფლებების აღდგენას, შეუქცევადი ხასიათი ექნება, რასთან დაკავშირებითაც მთავარი პროკურატურის ახალ დეპარტამენტში აქტიურად მიმდინარეობს გამოძიებები მსჯავრდებულ პირთა უფლებების არსებითად დარღვევის ფაქტებზე“- ნათქვამია განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა