ადიგენის მუნიციპალიტეტში ღარღვლის ტყეს ხანძარი გაუჩნდა.
ადგილზე სახალძრო სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.
ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები რთული რელიეფისა და დაბალი ხილვადობის გამო ფერხდება.
ცეცხლის კერები დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრშია, თუმცა როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

















