თემქაზე დღეს დაჭრილი 26 წლის მამაკაცი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა.
თემქის მე-5 საავადმყოფოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები იმყოფებიან.
საავადმყოფოს ექიმის განცხადებით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მას ამ დრომდე ოპერაცია უტარდება.
„შემოყვანილია ახალგაზრდა პაციენტი, მრავლობითი ჭრილობებით, მიყენებული ბასრი საგნით, გულ-მკერდის უკანა ნაწილში, კისრის არეში და ასე შემდეგ. პაციენტი იმყოფება საოპერაციოში, უტარდება შესაბამისი დახმარება, ოპერაციის მსვლელობისას გამოვლინდება დაზიანების ხარისხი“- განაცხადა დაშავებულის ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ მამაკაცი თემქაზე დღეს დაჭრეს. ჭრილობები მას სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული, თუმცა, როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მათ გასროლის რამდენიმე ხმაც გაიგონეს.

















