საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ყარაფილასთან საოკუპაციო რეჟიმის დამკვირვებლები ხნულების გაყვანას კვლავ განაგრძობენ.
ამასთან, ხნულების სიახლოვეს ე.წ. მესაზღვრეებს გზაც გაჰყავთ.
როგორც სამოქალაქო მოძრაობის წევრები აცხადებენ, ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეც იმყოფებოდნენ, ადგილი მხოლოდ ქართველი სამართალდამცავების გამოჩენის შემდეგ დატოვეს.

















