საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა
სომხეთის მოქალაქის, ა.ბ.-ს ავტომობილის ეჭვის საფუძველზედათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული სიგარეტის ნაწარმი (1200 ღერი) აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით,მასვე ჩამოერთვა საქონელი და სატრანსპორტო საშუალება.

















