საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა თურქეთიდან შემომავალი
ავტობუსის სამსახურებრივი ძაღლის მეშვეობით დათვალიერების შედეგად, მგზავრის - საქართველოს მოქალაქის, ო.ღ.-ს სავარძელზე, ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“ – 2,61 გრამის ოდენობით აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

















