logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კახიშვილი ტოკიოში იაპონიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
კახა კახიშვილი ტოკიოში იაპონიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
10:44 15.09.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ტოკიოში იაპონიის იუსტიციის მინისტრ იოკო კამიკავას შეხვდა.
სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ საკითხს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასვეე ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობისა და პარტნიორული კავშირების გაღრმავება წარმოადგენდა.
კახა კახიშვილის განცხადებით, იაპონია-საქართველოს თანამშრომლობა, ყოველწლიურად, დემოკრატიის, თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით ვითარდება.
„იაპონია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის მანძილზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, დემოკრატიული ღირებულებების მქონე ორი უძველესი კულტურის ერს შორის, უაღრესად პოზიტიური და მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდა. დღეს იაპონია საქართველოს ჭეშმარიტი და სანდო პარტნიორია, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, კულტურულ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. საქართველოში უკვე წარმოდგენილია რამდენიმე მნიშვნელოვანი იაპონური კორპორაცია, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არაერთ პროექტს ახორციელებენ. დარწმუნებული ვარ, იაპონიასა და საქართველოს შორის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში თანამშრომლობის განვითარება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების საქმეში“ - აღნიშნა მინისტრმა შეხვედრისას.
კახა კახიშვილმა იაპონიის იუსტიციის მინისტრს 2012 წლიდან საქართველოში სასჯელაღსრულების სფეროში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზეც მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრის განცხადებით, რეფორმის შედეგად საქართველომ ევროპის მასშტაბით მოწინავე პოზიციებზე გადაინაცვლა, თუმცა საქართველო არ აპირებს მიღწეულ შედეგებზე გაჩერებას და ამ მხრივ, განსაკუთრებული მნიშვნელობა იაპონიისა და სხვა მეგობარი ქვეყნების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ენიჭება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა იაპონიის მთავრობას საქართველოს მოქალაქეებისთვის იაპონური ვიზის მიღების პროცედურების გამარტივების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
იაპონიის იუსტიციის მინისტრმა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი მიულოცა და ორ ქვეყანას შორის ამ სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მინისტრები შეთანხმდნენ სისტემის თანამშრომელთა ორმხრივი ვიზიტების განხორციელების თაობაზე.
იუსტიციის მინისტრმა საქართველოს დელეგაციას პრობაციის მესამე მსოფლიო კონგრესში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და გაერთიანებული ერების დანაშაულის პრევენციისა და სამართალწარმოების მეთოთხმეტე კონგრესზეც მიიწვია, რომლსაც 2020 წელს ტოკიო უმასპინძლებს.
შეხვედრის დასასრულ, კახა კახიშვილმა მადლობა გადაუხადა იუსტიციის მინისტრს მასპინძლობისთვის და ქალბატონი კამიკავა საქართველოში მოიწვია.
საქართველოს დელეგაცია მინისტრ კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით ტოკიოში პრობაციის მესამე მსოფლიო კონგრესში მონაწილეობს. კონგრესი პრობაციის სფეროში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომლის მიზანს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემების განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით გლობალური ქსელის გაფართოება წარმოადგენს. საქართველო პრობაციის მსოფლიო კონგრესში წელს პირველად მონაწილეობს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა