ხულოში, შავნაბადას მთაზე, სადაც ხანძრის თითქმის სრულად ლიკვიდირება მოხდა, ცეცლის
რამდენიმე ღია კერა კვლავ გაჩნდა.
ადგილზე ამ დროისთვის სახანძრო-სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის თქმით, ამ დროისთვის მგდომარეობა საგანგაშო არ არის და სიტუაციის შესწავლის შემდეგ ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოხერხდება.
„ამ ეტაპზე არ ფიქსირდება ბევრი კერა. სულ არის 2-3 ღია კერა, რომელიც არ არის ძალიან სუსტი. ძალიან მალე მოხდება მისი შესწავლა და გვექნება საბოლოო სურათი, ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ ხანძრის ლოკალიზება“- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხულოში, შავნაბადის მთაზე დაახლოებით ათი დღის წინ გაჩნდა ცეცხლის ძლიერი კერები, რომლის ლოკალიზებისთვის სამუშაოებში მეხარძრე-მაშველები, ვერტმფრენები და ადგილობრივები იყვნენ ჩართულნი.

















