სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე გლდანის №8 და №18 დაწესებულებების
საზოგადოებრივი მისაღების მუშაობის შედეგებს გაეცნო.
აღნიშნული მისაღებები ორი კვირაა ფუნქციონირებს.
მინისტრის სეფასებით, საზოგადოებრივ მისაღებში ვიზიტორებისთვის კომფორტული გარემოს შექმნასა და პროცედურული საკითხების გამარტივებასთან ერთად მოქალაქეებს მაღალკვალიფიციური კადრები ემსახურებიან და მათ სწრაფ, სრულყოფილ და მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისებს სთავაზობენ.
დღესვე, ხათუნა კალმახელიძემ საქართველოს პარლამენტის წევრებს გლდანის №8 და №18 დაწესებულებების საზოგადოებრივი მისაღები დაათვალიერებინა და ხალხის მომსახურებისთვის არსებული სერვისები გააცნო.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში აცხადებენ ,რომ 2012 წლის 10 პრიორიტეტული მიმართულების ფარგლებში საზოგადოებრივი მისაღები სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებასთან ამოქმედდება.

















