logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 სასჯელაღსრულების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
სასჯელაღსრულების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
12:41 13.09.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, Hilfswerk Austria International-ს, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობასა“ და ააიპ მეწარმე ქალთა ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში ხელი მოეწერა პროექტს „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ.“
სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი შიდა ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში, პროფესიული სწავლების, ფსიქო-სოციალური სერვისის მიწოდების, დასაქმების პროცესში მხარადჭერისა და მცირე გრანტების გაცემის გზით, სრულწლოვანი პრობაციონერების, ყოფილი მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახის წევრების რესოციალიზაციას ითვალისწინებს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე, ზვიად მიხანაშვილმა პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მადლობა გადაუხადა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულები არიან მის განხორციელებაში.
„მემორანდუმის თანახმად, რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია არა მხოლოდ იმ ადამიანებს შეეხებათ, რომლებიც გათავისუფლდებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან, არამედ მათ ოჯახის წევრებსაც. მსგავსი პროექტები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის წინგადადგმული ნაბიჯია და ამ კუთხით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“ - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.
HAI-ის კავკასიის რეგიონში პროექტის მენეჯერის, ნიკოლ მარია ბაუერის განცხადებით, მსგავსი პროექტები მიმართულია მსჯავრდებულთა საზოგადოებაში სწრაფი რეინტეგრაციისაკენ.
„მემორანდუმით ვაღრმავებთ თანამშრომლობას სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებს შორის. სამინისტრო პრობაციონერებსა და მსჯავრდებულებს საკმაოდ კარგ სერვისებს სთავაზობს, ჩვენი მხრივ, არასამთავრობოების ჩართულობის მიზანს უკვე არსებული პროექტების სრულყოფა წარმოადგენს“ - აღნიშნა ნიკოლ მარია ბაუერმა.
პროექტი Hilfswerk Austria International-ს, იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“, ა(ა)იპ მეწარმე ქალთა ფონდის, საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიას“ და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლობით, ევროკავშირისა და HAI-ის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ხანგრძლივობა სამი წელია და 2020 წლის იანვარში დასრულდება.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა